Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია იჯარით გაიცა

5a7a93f1515b6
მარი როჭიკაშვილი
07.02.18 10:00
852
საქართველოს მთავრობამ ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია კერძო კომპანია "ცენტრს" იჯარით გადასცა.

არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 8 993კვ.მ მიწა კომპანიას 25 წლიანი იჯარით გადაეცა. წლიურად საიჯარო ქირის საფასური კი 13 800 ლარი განისაზღვრა.

კომპანია "ცენტრი", რომელიც ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსს ფლობს, ახალ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის განხორციელებას არ გეგმავს.

"ჩვენ გადმოგვეცა ტერიტორია სადაც მშენებლობას არ ვგეგმავთ. ეს იქნება დაცული ტერიტორია, აქ უნდა დაისვენოს ხალხმა. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ, დავასუფთავოთ და ტურისტებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო", - განუცხადა BM.ge-ს კომპანიის დირექტორმა მიხაელ მიხაელმა.

ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 27 ჰექტარზეა გაშენებული, 2007 წლის 16 აგვისტოს გაიხსნა.