Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის მეტრო დროებით "ახმეტელის თეატრიდან" "300 არაგველამდე" იმოძრავებს

5a7023d152138
BM.GE
30.01.18 11:48
937
თბილისის მეტრო დროებით "ახმეტელის თეატრიდან" "300 არაგველამდე" იმოძრავებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში ჩამოვარდა დაკიდული ჭერის კონსტრუქცია.

ინციდენტის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი. ადგილზე მოხდა სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება. მიმდინარეობს მგზავრების გამოყვანა სადგურიდან.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.