Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა

5a2e2fec800df
BM.GE
11.12.17 11:11
769
სტატისტიკის სამსახურის  წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის III კვარტალში 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6 პროცენტით მეტია. მიმდინარე წლის I-III კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია.

უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 25.9 პროცენტით, მეორე ადგილზე - თურქეთი 23.3 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო - 10.7 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 2017 წლის III კვარტალში 61.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 177.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 116.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 72.3 მლნ. აშშ დოლარით.