საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმების საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან კიდევ ერთხელ დააყენებს.
როგორც ჭირაქაძემ "საქმის კურსს“ განუცხადა, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში შეხვდებიან.
"ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვაპირებთ, რომ საკითხზე აქტიურად ვისაუბროთ. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია და არც ვაპირებთ, რომ ამაზე განსხვავევბული პოზიცია გვქონდეს, ვიდრე გვქონდა", - განაცხადა ჭირაქაძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი პარლამენტმა 2015 წლის ბოლოს გააუქმა, რასაც ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატიც ეწინააღმდეგებოდა.