Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკავშირი ქართველ მწარმოებლებს კლასტერების შექმნაში დაეხმარება

59f73b97311ca
BM.GE
30.10.17 19:00
691
ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით ცოტა ხნის წინ ქართული ავეჯის კლასტერი ჩამოყალიბდა, რომელიც 25 ავეჯის ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიას აერთიანებს. როგორც "საქმის კურსთან" ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი "საქმის კურსთან" აცხადებს პროექტი რომლის ფარგლებში საქართველოში პირველი კლასტერი შეიქმნა, მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას.

ვინსენტ რეის თქმით, ავეჯის კლასტერის გარდა იგეგმება როგორც ტექსტილის, ისე კინოწარმოების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კლასტერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

"თავდაპირველად შეირჩა ავეჯის სექტორი, რადგან ავჭალაში უკვე არსებობდა საწარმოები და მათ სჭირდებოდათ დახმარება თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ამაში ჩვენ დავეხმარეთ და დავაკავშირეთ უცხოელ პროფესიონალებთან და გავაცანით გერმანიისა და ბულგარეთის გამოცდილება. ავეჯის კლასტერის გარდა იგეგმება ტექსტილის, ეკონომიის მიმართულებით და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კლასტერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა", -აცხადებს ვინსენტ რეი.

2009 წლიდან ევროკავშირის პირდაპირი დახმარებით 63 000-მა ქართულმა მცირე და საშუალო მეწარმემ ისარგებლა და უკვე განხორციელებული კლასტერის ჩამოყალიბების პროექტი აღნიშნული დახმარების პრაქტიკული მაგალითია.