Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართულ-ბელარუსული ბიზნეს საბჭოს შექმნა იგეგმება

5a0db45acdfee
BM.GE
16.11.17 19:51
722
საქართველოში ქართულ-ბელარუსული ბიზნეს საბჭოს შექმნა იგეგმება. ამის შესახებ დღეს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მას ბელარუსიის ვიცე-პრემიერიც ესწრებოდა.

"ყველამ აღიარა, რომ თანამშრომლობის პოტენციალი ბიზნესთან მიმართებაში საკმაოდ დიდია, მაგრამ ამისთვის არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბელარუსის მხრიდან. ასევე შესაბამისი პოტენციალის გაცნობა გვჭირდება ქართული მწარმოებლებისგან და მათთვის მიწოდება. იქ ძალიან სერიოზულად დადგა დღის წესრიგში ტურიზმის განვითარება და ასევე, ბელორუსიიდან ტურიტების მოზიდვა ჩვენთან. ამ ყველა საკითხის გათვალისწინებით ჩამოვყალიბდით, რომ საქართველოში შეიქმნება ქართულ-ბელარუსული ბიზნეს საბჭო, რომელიც დაარეგულირებს ყველა საკითხს და მეწარმეებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში ხელს შეუწყობს", - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

თავის მხრივ, ბელორუსიის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსოვამ აღნიშნა, რომ ახალ ფორმატში შეხვედრები თვეში ერთხელ გაიმართება.

"მონაწილეები შეძლებენ სრული ინფორმაციის მიღებას საჭირო და პრობლემურ საკითხებზე, ასევე ბიზნესის განვითარების უამრავ შესაძლებლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, როგორც გადამამუშავებელი მრწეველობის, ისე სოციალურ და კულტურის სფეროებში. ეს პლატფორმა მოემსახურება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ორივე სახელმწიფოში. დღეს რაიმე ბარიერები სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისას არ არსებობს, შეიძლება, მხოლოდ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა ნაკლები. ამიტომ ასეთი შეხვედრები მსგავს პრობლმებს გადაწყვეტს. კონკრეტული კომპანიები კონკრეტულ ადამიანებთან შეძლებენ შეხვედრებს და ინფორმაციის გაცვლას", - განმარტა მან.