Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება

5a867124a9771
მეგი კავთუაშვილი
16.02.18 10:00
793
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში შრომისუნარიანი მოსახლეობა კლების ტენდენციით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ზოგადად ქვეყანაში მოსახლეობის შემცირებით, მათ შორის გაზრდილი მიგრაციით.

2016 წელს გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობა 0.6%-ით შემცირდა და მოსახლეობის აქტიურობის დონეში შესაბამისად 0.4 პროცენტული პუნქტით კლება დაფიქსირდა.

აქტიურობის დონისა და შრომისუნარიანი მოსახლეობის კლება დაფიქსირდა 2016 წელსაც, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა 2016 წლის დასაქმების დონის მაჩვენებელზე. 2016 წელს დასაქმების დონემ 59.5% (1 763.3 ათასი ადამიანი) შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან (1 779.9 ათასი დასაქმებული) შედარებით.

2016 წელს, წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით.