Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოპტიკური ინტერნეტი DSL ტექნოლოგიას სწრაფი ტემპით ანაცვლებს

5a7434328eb62
თამუნა დემეტრაშვილი
02.02.18 13:47
910
ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო ერთ წელში 31%-ით გაიზარდა და 517 ათასი აბონენტი შეადგინა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2017 წლის დასაწყისში 395 ათასი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 4 წელიწადში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაორმაგებულია. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გავრცელების პარალელურად, მცირდება იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებიც ინტერნეტს DSL-ით (ე. წ. სატელეფონო სპილენძის წყვილებით) იღებენ. რაც შეეხება DSL-ის მომხმარებლებს, ამ მიმართულებით 2017 წლის დასაწყისიდან სააბონენტო ბაზა 28%-ით შემცირდა და 103 ათასი აბონენტი შეადგინა.

აბონენტების რაოდენობა შემცირებული აქვს ასევე Wi-Fi და CDMA ტექნოლოგიებით ინტერნეტის მიმწოდებელ კომპანიებსაც. ცნობისათვის 2017 წლის ბოლოსთვის ინტერნეტ-აბონენტების რაოდენობამ 730 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აქვეყნებს.