Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სადაზღვევო კომპანიების მოგება მცირდება

5a0da0934ab44
BM.GE
16.11.17 18:27
1027
2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული იყო 16 სადაზღვევო კომპანია, 15 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

3 კვარტლის განმავლობაში, მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 345.72 მილიონი ლარი.

კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 13.15 მილიონი ლარი, აქტივები შეადგენს 597.10 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 152.42 მილიონ ლარს. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 9,8 მლნ ლარით მეტი - 22.98 მლნ ლარი იყო.

მოზიდული სადაზღვევო პრემიით, ჯიპიაი ლიდერობს (83.28 მლნ ლარი). მას მოსდევს ალდაგი 71,4 მლნ ლარით და იმედი L 43,8 მლნ ლარით.

სანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ზარალი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაიმ აანაზღაურა (40,3 მლნ), მას მოსდევს იმედი L 33,6 მლნ ლარით და პსპ 22,8 მლნ ლარით.