Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით გეგმის შემუშავებას აპირებენ

5a72af45cce86
დავით ჯალაღონია
01.02.18 10:09
748
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით გეგმის შემუშავებას აპირებენ. ამის შესახებ Bm.ge-ს „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა. მისი განმარტებით, 30 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტი „ენგურჰესზე“, სადაც კომპანია “ჩერნომორ ენერგოს” დირექტორს შეხვდა, ამ საკითხსაც მოიცავდა.

მებონიას განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სურვილი აქვთ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება დასტაბილურდეს.

"მოვილაპარაკეთ, რომ გეგმა შემუშავდეს და იმ გეგმას მივყვებით. ჯერ სიტყვიერი შეთანხმებაა, რომ მუშაობა ერთად დავიწყოთ და აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება შევამციროთ", - განაცხადა მებონიამ.

შეხვედრის მეორე თემა „ენგურჰესის“ გვირაბის რეაბილიტაციას ეხებოდა. როგორც ლევან მებონია აცხადებს, 2019 წლის გაზაფხულზე სარემონტო სამუშაოებისთვის ჰესის გაჩერების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში რჩება.