Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეტროსადგურები, რომელთა რეაბილიტაცია 2018 წელს იგემება

5a2e406f37389
სალომე მეცხვარიშვილი
16.12.17 17:00
917
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მომავალ წელს რამდენიმე მეტროსადგურის რეკონსტრუქციას იწყებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს 3 მეტროსდაგურის რეაბილიტაცია: ავლაბარი, სამგორი და გურამიშვილი, რომელთა რეკონსტრუქცია, სავარაუდოდ, 2019 წელს დასრულდება. რაც შეეხება მეტროსადგურებს, რომელთა გარემონტებაც მომავალი წლიდან დაიწყება, ესენია:

• თავისუფლების მოედანი;

• რუსთაველი;

• მარჯანიშვილი;

• სადგურის მოედანი - (სამი ზონა); 

• წერეთელი; 

• სამედიცინო უნივერსიტეტი;

• ნაძალადევი; 

• ისანი

აღნიშნული სადგურების რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყება. შესაძლოა, რამდენიმე მათგანის დასრულება 2019 წელს მოხდეს.
რაც შეეხება თანხებს, რომლის დახარჯვაც პროექტის ფარგლებში იგეგმება, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არ აკონკრეტებენ.