Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გამოსამშვიდობებელ ტურნეში ელტონ ჯონი $400 მილიონს გამოიმუშავებს

5a6ec9850206a
BM.GE
29.01.18 12:00
876
ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი სცენის დატოვებამდე, გამოსამშვიდობებელ ტურნეში 400 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტურნე, სახელწოდებით Farewell Yellow Brick Road, შესაძლოა, მოხვდეს ყველა დროის 10 ყველაზე შემოსავლიან ტურნეში. ამ დრომდე ყველაზე შემოსავლიან ტურებად მიიჩნევა: 
  1. U2 — 360 Tour - $736 მლნ;
  2. Rolling Stones — A Bigger Bang $558 მლნ;
  3. Coldplay — A Head Full Of Dreams $523 მლნ;
  4. Guns N' Roses — Not In This Lifetime $475 მლნ;
  5. Roger Waters — The Wall Live $459 მლნ.


ელტონ ჯონისთვის, რომელმაც 2017 წელს 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, დასკვნითი ტურის შემოსავლი საკმაოდ დიდი იქნება. გამოცემა ვარაუდობს, რომ უშუალოდ მომღერალს ყოველგვარი გადასახადების გადახდის შემდეგ 80 მილიონი დოლარი დარჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს შემოსავალი მომღერალს „შავი დღისთვის“ ნამდვილად ეყოფა, ელტონ ჯონი სრულად პენსიაზე გასვლას არ აპირებს: „ხელოვნებით სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები დაკავებული“,- განაცხადა მომღერალმა“,- წერს გამოცემა.