Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

5a9102f66828c
მეგი კავთუაშვილი
24.02.18 12:17
657
თბილისში, მდინარე ვერეზე ქვეითთა გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს მერიის დაფინანსებით კომპანია „გრუპო პუენტე” აღდგენს. პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების პროცესი მიმდინარეობს.

ხიდის რეაბილტაცია 4 თვეში უნდა დასრულდეს, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა კი სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია. ერთი წლის წინ ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით სტუდენტებმა ხმების შეგროვება ელექტორნულად დაიწყეს და პეტიციც გააკეთეს.