Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შსს: დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება

598a116d1d19a
BM.GE
08.08.17 23:30
634
"მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა“, - განცხადებას შსს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია.
„ მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება“, - განმარტავენ შსს-ში.