Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0,1%-ით გაიზარდა

5992a1a3bc3b3
BM.GE
15.08.17 11:19
746
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1565.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის წინასწარ მონაცემებზე და 0.1 პროცენტით აღემატება 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

2016 წელს რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.3 პროცენტი შეადგინა.

2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა:

 


სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 56.2 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35.6 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 13.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 7.6 პროცენტით.