Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორი იქნება Iphone 8 – Forbes-ის ფოტოები

59941d6a67e8d
BM.GE
16.08.17 15:05
860
Forbes-ის რედაქტორი გორდონ კელი ახალი iPhone 8-ის ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე დეტალური ინფორმაციაა iPhone-ის ახალი მოდელზე, რაც კი აქამდე გამოქვეყნებულა.

კელი წერს, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნამდვილად iPhone 8-ის ფინალური დიზაინია აღბეჭდილი. მისივე განმარტებით, კომპანიამ Apple ღილაკ Home-ზე ნამდვილად თქვა უარი და თითის ანაბეჭდის სკანერი Touch ID სახის სკანერი Face ID-ით შეცვალა.

Forbes-ის რედაქტორის მიერ Twitter-ში გავრცელებული ფოტოები ადასტურებენ, რომ iPhone 8 მაღალი ხარისხის მეტალისგან არის დამზადებული. სმარტფონის უკანა საფარი უკაბელო დატენვის მხარდასაჭერად მინისგან არის დამზადებული, ტელეფონი ვერტიკალური ორი კამერით იქნება აღჭურვილი და 5-8 დიუიმიანი OLED-ეკრანი ექნება.