Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახა ოქრიაშვილი: დეკლარაციაში ყველაფერი სრულყოფილად მაქვს მითითებული

59c2273dd3b12
BM.GE
20.09.17 12:29
718
„პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც”, - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან კავშირი აქვს და შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტებში წილს ფლობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნესაქტივები პარლამენტის 16 წევრს აქვს, აქედან 14 დეპუტატი უმრავლესობიდან არის. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, შევსებული დეკლარაციების თანახმად, წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავლები ჰქონდათ მმართველი პარტიის დეპუტატებს: კახაბერ ოქრიაშვილს - 17,4 მლნ ლარზე მეტი, გრიგოლ მიქელაძეს - 1,2 მლნ ლარი, ელგუჯა გოცირიძეს - 1 მლნ ლარზე მეტი, - თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი საუბრობს.

-ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, უნდა მოახდინოს თუ არა შესაბამისმა კომიტეტმა და ბიურომ კანონდარღვევებზე რეაგირება?

-რა თქმა უნდა, პარლამენტის ყველა წევრმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რომ მსგავსი რამ არ გაეპაროს.

-თქვენი ბიზნესსაქმიანობის შეახებ საზოგადოებისთვის ცნობილია. კვლევის თანახმად, თქვენს სამეწარმეო სუბიექტებში წილის საკუთრების შესახებ არასრულად გაქვთ ინფორმაცია მითითებული...

-რამდენადაც ვიცი, მე ყველაფერი სრულყოფილად მაქვს მითითებული.

-შპს ’’ჩვენი ჯანმრთელობა“ არ არის თქვენს ქონებრივ დეკლარაციაში, როგორც აღნიშნულ კვლევაშია გამოქვეყნებული..

-ვფიქრობ, რომ ჟურნალი ’’ჩვენი ჯანმრთელობა“ დეკლარაციაში ყველა შემთხვევაში უნდა იყოს მითითებული. ყველაფერი სრულად მაქვს მითითებული. ჩემს შემოსავლებს რაც შეეხება, მე კომპანია დაახლოებით 25 წლის წინ დავაფუძნე. ჩვენი კომპანია 25 წლის არის. სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად ვიხდით დაახლოებით 50 მილიონი ლარის გადასახადებს. კომპანიაში 5 000 ადამიანია დასაქმებული და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა.

-თქვენ თუ იქნებით იმის მხარდამჭერი, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ თემებზე იმსჯელოს და კანონთან შეუსაბამო შემთხვევები გამოსწორდეს?

-რა თქმა უნდა, რადგან კანონი ზედმიწევნით ყველამ უნდა დაიცვას. რაც შეეხება 50 მილიონ ლარს, ეს არის ჩვენი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 0.5%, რაც იმას ნიშნავს, რომ 200 ჩვენნაირი, PSP-ს მსგავსი კომპანია რომ იყოს საქართველოში, 2-ჯერ უფრო უკეთესად იცხოვრებს ხალხი და 2-ჯერ უფრო მდიდარი იქნება ჩვენი ქვეყანა. სწორედ ეს არის ჩვენი საამაყო ნაწილი.