Home
Category
TV Live Menu
Loading data...

CFD-აუქციონში გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია

BM.GE
28.04.23 22:17
309
ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის, CFD სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველი ეტაპის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია. ეკონომიკის სამინისტრომ განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. აუქციონზე გამოტანილი 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იქნა 900 მგვტ სიმძლავრის განცხადებები.