Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიტკოინის ფასი რეკორდულად იზრდება

59fadce3c26eb
BM.GE
02.11.17 12:52
1067
2 ნოემბერს ბიტკონი ფასი მკვეთრად გაიზარდა. 30 ოქტომბერს ერთი ბიტკოინის ფასი 6,306.58 დოლარი იყო, 1 ნოემბერს მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა და 6600 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო დღევანდელი ვაჭრობით მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტა 7026,47 აშშ დოლარი ღირს.

Coinmarketcap-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაციამ 188,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 800%-ით არის გაზრდილი. მისი ღირებულება რეკორდული ტემპით იზრდება და შესაბამისად მასზე მოთხოვნაც გაზრდილია.