23.Jan .2023 14:56

ექიმები უხარისხო იმპლანტების გამოყენებაზე უარს ამბობენ - რა ხარვეზები ახლავს DRG-ზე გადასვლას?

109
Back

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შემდეგ, გაიზარდა იმ ექიმების რიცხვი, ვინც დაფინანსების DRG-ის მოდელზე გადასვლის შემდეგ გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც ირკვევა, ტარიფები განსაკუთრებით ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით შემცირდა, რაც ევროპული ხარისხის იმპლანტის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს, შედეგად ექიმების ნაწილი დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებაზე და ოპერაციების ჩატარებაზე უარს ამბობს. რა ხარვეზები გამოვლინდა კლინიკების დაფინანსების DRG-ის მოდელზე გადასვლის შემდეგ და რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო?