Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო საქართველოში ინვესტიციების შემცირების მიზეზებს განმარტავს

5a044d3a24c6e
დავით ჯალაღონია
09.11.17 16:37
1040
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის იანეშ კოპაჩი საქართველოში ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე საუბრობს. როგორც კოპაჩიმ საქმის კურსს განუცხადა, დღეს საქართველოში არაპროგნოზირებადი გარემოა.

"მთავარი მიზეზი არის არაპროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო, რომელიც თავისუფალი ენერგეტიკული ბაზრის დასანერგად რეფორმების გატარების შემდეგ დასტაბილურდება. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ სტაბილური სამართლებრივი ჩარჩო დანერგოს, რადგან ეს არის საუკეთესო გარემო ინვესტიციებისთვის. საქართველო ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირებას ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით ახდენდა. ამ ხელშეკრულებებმა ბევრი ინვესტიცია მოიტანა, მაგრამ ეს თავისუფალი ბაზრის წესებისთვის მისაღები არ არის. ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ყველა ინვესტორი თანაბარ პირობებში უნდა იყოს ჩაყენებული", - განაცხადა კოპაჩიმ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკაში 25.9 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (75.1 მლნ) თითქმის სამჯერ ჩამორჩება.