Home
Category
TV Live Menu
Loading data...

6 წლამდე ასაკის შვილი დასაქმების ხელისშემშლელ ფაქტორად დასახელდა

5a6189e063eb8
მეგი კავთუაშვილი
19.01.18 09:58
673
ასაკი, ანაზღაურებადი შრომის გამოცდილების წლები და 6 წლამდე ასაკის შვილი დასაქმებაზე პოტენციური გავლენის მქონე ფაქტორებად დასახელდა.

კვლევა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ჩაატარა. კვლევის თანახმად, 18 წლის შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად დასაქმების შესაძლებლობა მცირდება. 2-5 წლამდე ანაზღაურებადი მუშაობის გამოცდილების შემთხვევაში კი დასაქმების შანსი 2-ჯერ იზრდება;

"იკლებს დასაქმების შანსი ოჯახში 6 წლამდე ბავშვის(ების) ყოლის შემთხვევაში. მონაცემების გენდერულ ჭრილში გაანალიზებისას გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ბავშვის ყოლა 0.5-ჯერ ამცირებს დასაქმების შესაძლებლობას ქალებისთვის მაშინ, როდესაც კაცების შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას სტატისტიკური გავლენა საერთოდ არ აქვს“ - ნათქვამია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ანგარიშში.