Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიოს საბირჟო ინდექსების დინამიკა

5a3b5b0dacfb7
BM.GE
21.12.17 10:55
598
რეგულაციების შემცირებისა და მასშტაბური საგადასახადო რეფორმის ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში საბირჟო ინდექსები ზრდას განაგრძობს.

გასული ერთი კვირის განმავლობაში 5,5%-ით გაიზარდა ამერიკის უმსხვილესი კომპანიების ინდექსი Dow Jones , წლიურად კი ინდექსი 24,7%-ით არის გაზრდილი. წლის განმავლობაში ყველაზე მეტად - 32,9%-ით Nasdaq გაიზარდა.

ინდექსები სტაბილურად იზრდება ევროპაშიც. Toxx 600 წლიურად 13,7%-ით არის გაზრდილი, DAX 30 კი 15,7%-ით.

ნოემბერში გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის მაჩვენებელი 3,1% იყო, რაც ბოლო 5 წელში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებით ინფლაციის მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდება.

გასულ კვირას მცირედით შემცირდა იაპონური ინდექსები: მათ შორის Nikkei 225, თუმცა წლიურად ინდექსი 19,8%-ით არის გაზრდლი. იაპონიაში ზედიზედ 7 კვარტალია ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, უმუშევრობის მაჩვენებელი კი მცირდება. ამასთან, გასულ კვირას ქვეყანამ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე დაასრულა მოლაპარაკება, - ეკონოიკური შეთანხმებით მსოფლიოს 600 მილიონ მომხმარებელს სავაჭრო ტარიფები შეუმცირდება. ამასთან, იაპონური ბაზარი გაიხსნება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებისთვის.