Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ქართული წიგნის კუთხეების შექმნას საზღვარგარეთ სისტემური ხასიათი ექნება"

58a471e08f605
სალომე ჭიპაშვილი
15.02.17 19:20
1268
ქართული წიგნის კუთხეების შექმნას საზღვარგარეთ სისტემური ხასიათი ექნება, - intelPhone-ისა და Inex Travel-ის დახმარებით პირველი 100 წიგნი, ხვალ მილანსა და რომში გაიგზავნება. როგორც businesscontract.ge-სთან საუბარში გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, დღეიდან საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების შექმნას სისტემური ხასიათი მიეცემა და ყოველ ჯერზე 100-100 წიგნი გაიგზავნება.

„ამით ერთის მხრივ ქართველ ემიგრანტებს, მათ საკვირაო სკოლებს დავეხმარებით, მეორეს მხრივ, უცხოელებს დავანახებთ ჩვენი კულტურის მნიშვნელობას“. - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

ცნობისათვის, "გურული დღიურების ფონდმა" წიგნების კუთხეების შექმნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2012 წლიდან დაიწყო და ამჟამად უკვე 25 ქალაქში გაიხსნა.