Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კოდორის ხეობამდე ავტომაგისტრალის მშენებლობის განზრახვა დროულად შეჩერდა"

5a74240287ebb
დავით ჯალაღონია
02.02.18 12:37
823
ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური ადასტურებს 2015 წელს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყაბარდო ბალყარეთიდან ყარაჩაი-ჩერქეზეთის გავლით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა იგეგმებოდა.

როგორც ელჩმა Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ამ პროექტზე ინფორმაციის მიღებისთანავე ქართულ მხარეს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა.

"ჩვენი მონაცემებით, გარკვეული მცდელობები ამისა იყო, მაგრამ დროულად მოხდა ლოკალიზება. ცალსახად, გადავეცით ჩვენი მესიჯი ჩინელ პარტნიორებს, რომ ეს არა მარტო ხელს არ შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, არამედ შექმნის ძალიან ცუდ პრეცენდენტს თვითონ ჩინეთისთვისაც, სადაც ზოგიერთ რეგიონში სეპარატიზმის თემა აქტუალურია, ამიტომ ეს ჩინეთის ინტერესებშიც უნდა იყოს, რათა მსგავსი ტენდენციები არ გაძლიერდეს და მინდა გითხრათ, რომ ეს განზრახვა დროულად იყო შეჩერებული, თუმცა მსგავი მცდელობები შეიძლება, მომავალშიც იყოს, ვინაიდან ჩვენი მეზობელი ქვეყანა ყოველთვის შეეცდება ირიბად განახორციელოს ის პოლიტიკა, რომლიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ნამდვილად არ შედის", - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს რუსული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინური კორპორაცია China Railway ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაე-ჩერქეზეთის გავლით კოდორის ხეობამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას გეგმავდა, რაზეც შეთანხმებას მოსკოვში მოეწერა ხელი. ამავე გეგმის მიხედვით, ჩინურ კორპორაციას პროექტი რუსულ კომპანია "რეგიონულ პროექტებთან" ერთად უნდა განეხორციელებინა, რასაც მოჰყვებოდა კონტრაქტების დადება ოჩამჩირეში საზღვაო პორტის, ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ბაქსანში კი აეროპორტის მშენებლობის შესახებ.