Home
Category
TV Live Menu
Loading data...

IMF: ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვებს ძალიან კარგი ფისკალური ანალიზი სჭირდება

5a8bbd1ac3518
ნინო კვინტრაძე
20.02.18 10:14
650
საერთაშრისო სავალტო ფონდი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ შეთანხმების დადებისას მთავრობას ფისკალური ანალიზის გაკეთებას ურჩევს. ფონდის ახალი პროგრამის ფარგლებში ე.წ. PPA ხელშეკრულებებზე შეზღუდვა დაწესდა.

„პროგრამის ფარგლებში მთავრობა დათანხმდა შეეზღუდა გარანტირებული შესყიდვები, ვიდრე კანონზე მუშაობა არ დასრულდება. მთავრობა დათანხმდა რომ თავს შეიკავებს გარანტირებული შესყიდვის შესახებ შეთანხმების გაფორმებისგან. თუმცა დაშვებულია ნაკლებად რისკიანი პროექტების გაფორმება, კერძოდ გარანტირებული შესყიდვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 8 თვეს წლიურად; ტარიფი კი არ უნდა აღემატებოდეს 6 ცენტს/კვტ.სთ-ზე. ასე რომ მთავრობას შეუძლია მსგავს პროექტზე ხელშეკრულების გაფორმება. პროგრამა, ასევე იძლევა საშუალებას დაიდოს ხელშეკრულება ორ მსხვილ პროექტზე, რომელზე მოლაპარაკებების ამ ეტაპზე მიმდინარეობს. თუმცა მთავრობამ უნდა გააკეთოს ძალიან კარგი ფისკალური შეფასება.. არამხოლოდ ამ კონკრეტული პროექტების, არამედ ყველა მსგავსი შეთანხმების.

თუკი სხვა პროექტები ვერ ჯდებიან შემოთავაზებულ ფორმატში, რაც გულისხმობს 6 ცენტზე ნაკლებ ტარიფს და გარანტირებულ შესყიდვას 8 თვის განმავლობაში წლიურად, - მაშინ დიახ, უნდა იყოს შეზღუდვა“, - ამბობს ფონდის რეგიონალური წარმომადგენელი ფრანსუა პეშო bm.ge-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA) სახელმწიფოს ფისკალურ რისკებს შორის დაასახელა. IMF-ის რეკომენდაციით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინიცირებისგან, სანამ არ მოწესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო.
კერძო სექტორის ნაწილი, IMF-ის რეკომენდაციას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ამგვარად დარგში ინვესტიციები შემცირდება.

„დღეს ელექტროენერგიის პირდაპირ გარანტირებულ შესყიდვაზე პრაქტიკულად სახელმწიფომ უარი თქვა. ინვესტიციები იკლებს სექტორში“, - ამბობდა BM.GE-სთან  ინტერვიუში GIG-ის გენერალური დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე.