Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2.4 მილიონი სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის

5a8a8d2418a85
მეგი კავთუაშვილი
19.02.18 12:37
838
თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება ბიუჯეტს ორ მილიონ ნახევარი ლარი დაუჯდება.
ავტობუსით, მიკრო ავტობუსით ან მსუბუქი ავტომანქანით მოსწავლეები სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე 5 წუთით ადრე უნდა მიიყვანონ და სკოლიდან სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 40 წუთის განმავლობაში გაიყვანონ.

ტენდერში გამარჯვებული შპს „თაიმსერვისი“ ვალდებულია ყველა მანქანა მონიტორინგის/კონტროლის სისტემით აღჭურვოს და ყველა მოსწავლე დააზღვიოს. ტენდერის პირობების თანახმად, დაუშვებელია სტაციონარულად დამაგრებულ სავარძლებზე მეტი რაოდენობის ბავშვის გადაყვანა. "თაიმსერვისი" საჯარო სკოლებს წლის ბოლომდე მოემსახურება.