Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ამერიკელებმა "შავ პარასკევს" $8 მილიარდი დახარჯეს

5a1d85d3f1bf8
BM.GE
28.11.17 20:00
953
მადლიერების დღეს და "შავ პარასკევს" აშშ-ის მოსახლეობამ ონლაინ ვაჭრობით რეკორდული თანხა 7.9 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

Reuters-ის ინფორმაციით, თანხა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შდარებით 17.9%-ით გაზრდილია. "შავ პარასკევს" თითო მყიდველი საშუალოდ 122 აშშ დოლარს ხარჯავდა.

როგორც საცალო ვაჭრობის ანალიტიკოსები და კონსულტანტები აღნიშნავენ ყველაზე ხშირად ლეპტოპები, ტელევიზორები, სათამაშოები და სათამაშო კონსოლები, განსაკუთრებით კი PlayStation 4-ი გაიყიდა, რადგან ყველაზე დიდი ფასდაკლება აღნიშნულ პროდუქციას შეეხო.

"შავ პარასკევს" დახარჯული თანხის მოცულობით, ამერიკელებმა წელს რეკორდი მოხსნეს.