Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს პროდუქციის გაძვირება ისევ მოგვიწევს"

59f326f386be8
სალომე მეცხვარიშვილი
27.10.17 16:40
793
თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა პროდუქციის გაძვირება ისევ მოგვიწევს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" "მარნეულის სასურსათო ქარხნის" წარმომადგენელმა ირინა გაფრინდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ფასების ზრდა ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ბოლო პერიოდის სავალუტო ცვლილებები კი ჯერ ფასს არ შეხებია.

გაფრინდაშვილის განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს შესაფუთი მასალები, რომლის იმპორტსაც კომპანია ახორციელებს, შესაბამისად, ვალუტის ცვლილება თავისთავად აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებასაც.

საკონსერვო წარმოების წარმომადგენელის თქმით, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გერმანიასა და ამერიკაში გადის. განსაკუთრებული პოპულარობით კი საწებლები სარგებლობს.

ამ ეტაპზე ახალი ქვეყნების დამატებაზე კომპანია არ მუშაობს.