Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

5a0d2f86525ad
შოთა დიღმელაშვილი
16.11.17 10:25
667
დოლარი გუშინაც გაიაფებას აგრძელებდა, თუმცა ორი ახალი ანგარიშის გამოსვლის შემდეგ გაიაფება შეწყვიტა. ერთი ანგარიში ინფლაციას შეეხებოდა, მეორე კი საცალო გაყიდვებს. ორივე მათგანმა პროგნოზირებულზე კარგი მაჩვენებელი დადო. ინვესტორებს შედარებით გაუმყარდათ იმედი რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით. ინვესტორთა დიდი წილი ელის, რომ დეკემბრის ბოლომდე ფედერალური სარეზერვო ბანკი განაკვეთს გაზრდის.

ამ ეკონომიკური მონაცემების დუეტის გამოსვლამდე დოლარი ორი კვირის უდაბლეს მაჩვენებელთან იყო. დღის ბოლოსკენ დოლარის ოდნავი შემობრუნება ევროს დააწვა.
საბოლოო ჯამში დოლარი მაინც გაიაფებულია და მისი ფასი დოლარსა და 18 ცენტს აღწევს. გირვანქა სტერლინგი შედარებით მომაგრებულია. ერთი გირვანქა სტერლინგის ფასი დოლარსა და 32 ცენტს უახლოვდება. გირვანქა სტერლინგის გაძლიერებას ბრიტანეთის შრომის ბაზრის ახალი კვლევა განაპირობებს.

რაც შეეხება იაპონურ იენს, იაპონიის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა მესამე კვარტალში. ექსპორტი უფრო დიდია და საერთოდ, ბოლო ათ წელში ექსპორტის ზრდის ამხელა პერიოდი იაპონიაში არ ყოფილა. დოლარი იენისთვის 113-მდე გაიაფდა.

ერთი ბიტკოინი უკვე 7300 დოლარზე მეტი ღირს. სამაგიეროდ კაპიტალიზაციით მეორე და მესამე ადგილოსანი ეთერიუმი და ბიტკოინ ქეში შემცირდნენ. პირველი პროცენტზე ოდნავ მეტით, მეორე კი თითქმის 6%. ეთერიუმი 331 დოლარი, ხოლო ბიტკოინ ქეში 1214 დოლარი ღირს.

1.5% ით გაიზარდა რიპლი და 22 ცენტი შეადგინა, დაახლოებით 0.5%-ით გაიზარდა ლაიტკოინი და 63.5 დოლარი შეადგინა, დეში დაახლოებით 1.5%-ით შემცირდა და 420 დოლარი შეადგინა.