Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვეტერანების დასაქმება, შესაძლოა, კონკურსგარეშე მოხდეს

5a1be9a4af63b
სალომე მეცხვარიშვილი
27.11.17 14:29
836
ვეტერანების დასაქმება, შესაძლოა, კონკურსგარეშე მოხდეს, მათი თანამდებობიდან გათავისუფლება კი, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში,- ასეთია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის ავტორი ააიპ "სამხედრო მოსამსახურეთა, ომისა და სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ვეტერანთა სამართლებრივი მომსახურების ცენტრია". კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

დასაქმების გარდა, ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, უბინაო ვეტერანებისთვის საცხოვრებელი ბინების დაუყოვნებლივ გადაცემას.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უბინაო ვეტერანების სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, ბინების დარიგების მიზნით ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. შედეგად, შეიქმნება ვეტერანთა საბინაო ფონდი.

რაც შეეხება საკანონმდებლო წინადადების მიღების მიზანს, განმარტებით ბარათში შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:

"ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადი ფენებისთვის არსებულ დუხჭირ ეკონომიკურ მდგომარეობას, საკანონმდებლო წინადადებით გვსურს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით შეიცვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ უმუშევარი "ვეტერანების" დასაქმებისადმი მიდგომა და ამ კატეგორიის უბინაო ადამიანებისთვის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის მდგომარეობის გამოსწორებას",- ნათქვამია დოკუმენტში.