Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო-ინდოეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

59c8f2d5a22d0
BM.GE
25.09.17 16:11
803
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო- ინდოეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება ინდოეთის რესპებლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და სომხეთის რესპუბლიკაში იოგენდრა სანგვანიმ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა გახსნეს.

ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად და ქართულ კომპანიებთან ორმხრივი შეხევდრების გასამართად საქართველოში 20-მდე ინდური კომპანია ჩამოვიდა.

ინდოეთის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ლუდსახარშის ტექნოლოგიები, ფარმაცია, ბოთლის დამამზადებელი მანქანები, ბუნერბივი წყლის გადამუშავება, ენერგო-სექტორი, ტექნოლოგიები, მშენებლობა, მედია, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა.

ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ფორუმის მეორე ნაწილში კი შედგა 50-მდე ორმხრივი შეხვედრა ბიზნესებს შორის.
საქართველო-ინდოეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიცვალა ურთიერთგაგების მემორანდუმის ეგზემპლარები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ინდოეთის ინდუსტრიის კონფედერაციას შორის. დოკუმენტის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშესაწყობად.