Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Harvard საჯარო რეესტრის ბლოკჩეინის პროექტის ანალიზს სასწავლო პროგრამებში გამოიყენებს

5a2fba5e3d7c7
BM.GE
12.12.17 15:14
620
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. სწორედ ამან განაპირობა წამყვანი ბიზნესის სკოლის დაინტერესება. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები საქართველოში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტის შესახებ დოკუმენტს ამზადებენ, რომელშიც პროექტის დანერგვის ისტორია, ძლიერი მხარეებისა და რისკების შეფასებები, განხორციელების ვადები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

ჰარვარდის ბიზნესის სკოლა საქართველოში მიმდინარე ბლოკჩეინის პროექტის სიტუაციურ ანალიზს (case study) სასწავლო პროგრამებში გამოიყენებს. საქართველოს მაგალითი ბიზნესის სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებშიც იქნება განხილული.

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სასწავლო პროგრამებში საქართველოს წარმატებული მაგალითის შეტანა საერთაშორისო აკადემიური და ბიზნესწრეების დაინტერესებას, საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას და ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.