Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ღვინის კომპანიებისთვის სერტიფიცირების პროცედურები გამარტივდა

5a926ae19bee0
მარი როჭიკაშვილი
25.02.18 14:00
728
ღვინის კომპანიებისთვის სერტიფიცირების პროცედურები გამარტივდა. გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სერტიფიცირების ახალი წესი დაამტკიცა.

როგორც bm.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ახალი წესით მცირდება კომპანიის ხარჯები და პროცესი უფრო მოქნილი ხდება. კერძოდ, კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ღვინის დაფასოებამდე, სადეგუსტაციო კომისიას წარუდგინოდნ ნიმუშები და მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემდეგ ჩამოასხან, რასაც ადრინდელი წესი არ ითვალისწინებდა.

გარდა ამისა, შემცირდა სერტიფიცირების პროცესისთვის ნიმუშის სახით ასაღები ბოთლების რაოდენობა - ადრე იყო 6 გახდა 5; გაიზარდა სადეგუსტაციო დღეების რაოდენობა. თუ ადრე კვირაში მხოლოდ 2 დეგუსტაცია ტარდებოდა, მოქმედი წესით შესაძლებელია ყოველდღე და საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ ჩატარება;
ახალი წესის მიხედვით, დაზუსტდა ღვინის იმ დაავადებებისა და ზადების ჩამონათვალი, რომლის გამოც ღვინოს შესაძლებელია უარი ეთქვას შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე;

ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვილებები მიზანად ისახავს პროდუციის ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.