01.Feb .2023 19:32

ირაკლი ქარქაშაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია

Back

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლად დანიშნული დირექტორი ეწვია. ირაკლი ქარქაშაძეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ უმასპინძლა. ქარქაშაძემ აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სახანძრო-სამაშველო სამსახური, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და გამგზავრების ტერმინალი დაათვალიერა. აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური განვითარების გეგმებზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ტავს აეროპორტების ინფრასტრიქტურის განვითარებაში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირება აქვს დაგეგმილი.