Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სისხლში ტყვიის შემცველობაზე მასშტაბური კვლევა იწყება

5a8161754817a
მეგი კავთუაშვილი
12.02.18 13:41
1123
გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის დონეს შეისწავლის. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის დეტალები ამჟამად ზუსტდება. თუმცა BM.GE-სთვის ცნობილი გახდა რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თხოვნით, UNICEF ტყვიის შემცველობასაც შეისწავლის.

კვლევა, რომელიც 13 500 ოჯახს მოიცავს და სექტემბერში დაიწყება და სავარაუდოდ ოჯახებში შესვლის მეთოდით განხორციელდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს ერთ თვეში დაზუსტდება, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ტყვიასთან მიმართებაში.

„ერთ-ერთი ეტალონურად სუფთა ქალაქი ევროპაში, როგორც არის ვენა თუ ინტერაქციულ რუკაზე ნახავთ, დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 2 წერტილს ნახავთ, სადაც ტყვიის შემცველობა არის მაღალი. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ორი წლის წინ ჩატარდა ერთგვარი პილოტური კვლევა, მაგრამ კვლევის შედეგების დადასტურებაზე კითხვები იყო, ამიტომ წელს ტარდება ძალიან დიდი კვლევა გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდთან ერთად, რაც სრულ სურათს გვაჩვენებს, როგორც ეს იყო ჰეპატიტზე. რაც შეეხება მკურნალობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოყოფილი აქვს ასეთი ტაქტიკა, გარემოში ტყვიის წყაროს ნახვა და მოცილება. მხოლოდ გარკვეული ზომის შემდეგ არის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც რამდენადაც მე ვიცი მსოფლიოში ჩატარებულა ძალიან ცოტა რაოდენობა, იმიტომ რომ ამის საჭიროება იშვიათად დგება ხოლმე, უნდა იყოს ძალიან მაღალი კონცენტრაცია.“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ტყვიისგან უსაფრთხოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს თავს, რადგან ტყვიას აქვს თვისება ათწლეულების განმავლობაში დარჩეს ნიადაგში და შეინახოს დამაზიანებელი თვისებები.