Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"შესრულებული პროექტების ხარისხის კონტროლის სისტემა შეიცვლება"

5a715fcb1f28c
BM.GE
31.01.18 10:15
716
თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეებს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის განახლებული მექანიზმის წარდგენა 2 კვირამდე ვადაში დაავალა. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ არსებული სისტემა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს.

„ბოლო მონაცემებით ვარკეთილის მეტროსადგურში დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი განაგრძობენ მკურნალობას. მოხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი. თუმცა, ფაქტი ძალიან სამწუხაროა და თითოეული ჩვენგანი ველოდებით გამოძიებას.

მინდა ზოგადად შევეხო მუნიციპალური პროექტების ხარისხის კონტროლის თემას, რომელიც უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი მწვავე საკითხია. დღეს არსებული სისტემა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს. ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი შემთხვევა. ცხადია, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები გვჭირდება.

ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.