Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაკურიანში, დიდველთან სასტუმრო აშენდება

5a6f3d386ef31
BM.GE
29.01.18 19:23
808
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში“ ბაკურიანში უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე ჯამში 1 706 000 ლარად გაყიდა.

უწყების ცნობით, მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა ბაკურიანში, სათხილამურო ტრასა „დიდველთან“ მდებარე 12 468 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი, სადაც გამარჯვებული 298 ბიჯის შედეგად გამოვლინდა, ხოლო უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა 1 706 000 ლარი შეადგინა.

აუქციონის პირობების მიხედვით ბაკურიანის დამსვენებლებისათვის უძრავ ქონებაზე სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 44 906 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 69 200 000 ლარს შეადგენს.