Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინვესტორთა საბჭო: ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ბევრი შენიშვნა არ გვაქვს

5a2fe8eab70ae
თელარა გელანტია
12.12.17 18:32
838
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრიტანეთის მთავრობისგან ტექნიკური დახმარების პროგრამას მიიღებს.

როგორც „საქმის კურსს“ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა განუცხადა, ბრიტანეთის მთავრობისგან თანხმობა უკვე აქვთ.
პროგრამის მიზანია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამჟამინდელი სარეკლამო ღონისძიებებისა და პიარ-კამპანიების შეფასებაში, ასევე, ღონისძიებების პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების შეფასებასა და მეთოდოლოგიის დანერგვაში დახმარება.

„ინვესტორთა საბჭოს მიაჩნია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კარგად მუშაობს და ბევრი შენიშვნა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას ვთხოვეთ, კიდევ უფრო მეტად დააფინანსონ ეს სექტორი, რადგან დიდი პოტენციალი აქვს. რა თქმა უნდა, ამ სექტორის არაპირდაპირი დაფინანსებაა იმ ინფრასტრუქტურის გაუმჯოებსება, რომელიც ტურიზმის განვითარებას უნდა მოჰყვეს, რათა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დიდი სხვაობა არ იყოს“, - განაცხადა მეღვინეთუხუცესმა.