Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კობა გვენეტაძე: ვფიქრობ, საქართველო მზად არის საპენსიო რეფორმისთვის

5a72a98575340
თელარა გელანტია
01.02.18 09:44
1065
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, „საპენსიო რეფორმა კომპლექსური თემაა და ბევრი შეკითხვაა მოსალოდნელი“. გვენეტაძემ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით BM.ge-ის რამდენიმე ბლიც-კითხვას უპასუხა.

- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონ პროექტთან და ზოგადად, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, როგორც - ბიზნესს, ისე არასამთავრობო სექტორს ბევრი კითხვა აქვს, მათ შორის RIA-ს მიმართულებით.. რა კითხვები აქვს სებ-ს? საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში მისი განხილვები დაიწყება...

- მოგეხსენებათ, ჩვენც ვიყავით ჩართული აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში, სებ-ს რეგულატორის როლი ეკისრება. დოკუმენტში გათვალისწინებულია სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, გათვალისწინებულია საქართველოში არსებული რეალობა. განხილვა ყოველთვის სასარგებლოა, რადგან დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი შეკითხვა, რამაც შეიძლება კანონპროექტში, გაუმჯობესების მიმართულებით, ცვლილებების შეტანა გამოიწვიოს; თავიდანვე რთულია ითქვას, თუ რა სახის ცვლილებები იქნება ეს, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ის შენიშვნა, რაც იქნება გამოთქმული, კარგი იქნება რომ გაანალიზონ კანონპროექტის ავტორებმა და შეძლებისდაგავარად გაითვალისწინონ.

- საქართველო მზადაა დღეს საპენსიო რეფორმისთვის?

- ვფიქრობ, მზად არის და ის თუ როგორ განვითარდება და როგორ განხორციელდება ეს რეფორმა, ბევრად იქნება დამოკიდებული იმ კანონზე, რომელსაც პარლამენტი მიიღებს. სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თუ რა სახის შენიშვნები იქნება და როგორ გაითვალისწინებენ ამ შენიშვნებს.

- ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რისკია ის, რომ წლების შემდეგ საპენსიო ფონდში შეტანილი თანხები არ დაიკარგოს. ეროვნული ბანკი, როგორც რეგულატორი იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოსახლეობას დანაზოგები არ დაეკარგება?

- ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა გაწერილი იქნება საბოლოო კანონში და სებ-ი იმოქმედებს იმის მიხედვით თუ რა ფუნქცია ექნება დაკისრებული მას, როგორც - რეგულატორს.