Home
Category
TV Live Menu
Loading data...

TOP 10 ყველაზე ყურებადი ქართული არხი

5a12bf75c31e2
BM.GE
20.11.17 15:40
1219
შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით ზოგადად სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) შემცირებულია 9.37%-ით.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების* ყურებადობა გაიზარდა 26.67%-ით.

2017 წლის ოქტომბერში შემცირებულია ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე და შეადგენს 65.5%-ს, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში შეადგენდა 75%-ს. ამავე პერიოდებში უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი გაიზარდა: 2016 წლის ოქტომბერში მათი წილი შეადგენდა 25%-ს და 2017 წლის ოქტომბერში შეადგენს 34.5%-ს.

2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით TOP 10 ქართულ არხებს მაყურებელი შეუმცირდა 21.16%-ით. TOP 10 ქართულ არხის აუდიტორიის წილი ბაზარზე შეიცვალა შემდეგი სახით:

1. ტელეიმედის წილი გაიზარდა 23.4%-დან 26%-მდე;
2. რუსთავი 2-ს შეუმცირდა 25%-დან 18.2%-მდე;
3. კომედი ტვ-ს შეუმცირდა 5.1%-დან 3.5%-მდე;
4. ჯი დი ეს ტვ-ს გაეზარდა 3%-დან 3.4%-მდე;
5. პირველ არხს შეუმცირდა 2.5%-დან 2%-მდე;
6. მაესტროს შეუმცირდა 4%-დან 0.7%-მდე;
7. მარაოს შეუმცირდა 1.9%-დან 1.7%-მდე;
8. ტვ პირველს გაეზარდა 1.2%-დან 1.8%-მდე;
9. სილქ იუნივერსალს გაეზარდა 0.9%-დან 1%-მდე;
10. პალიტრა ნიუსს გაეზარდა 0.6%-დან 0.8%-მდე.