Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყველაზე მეტ სესხს თბილისში, ყველაზე ნაკლებს კი მცხეთა-მთიანეთში იღებენ

59a038b83be0c
BM.GE
26.08.17 10:00
779
კომერციული ბანკების მიერ პირველი აგვისტოსთვის სულ 18 მილიარდ 645 მილიონი ლარის სესხია გაცემული. ყველაზე აქტიური საქართველოს დედაქალაქია.
მთლიანობაში უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობით სწორედ თბილისი ლიდერობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თბილისში სულ 13,6 მილიარდი ლარის სესხია გაცემული. 

თბილისსა და სხვა რეგიონს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია.

შემდეგ მოდის აჭარა, მილიარდ 481 მილიონი სესხის მოცულობით. მესამე ადგილს იმერეთი იკავებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი აგვისტოსთვის რეგიონში მილიარდ 15 მილიონი ლარის სესხია გაცემული.

რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების მოცულობა:

1- თბილისი - 13,6 მილიარდი ლარი
2- აჭარა - 1, 481 მილიარდი ლარი
3- იმერეთი - 1,015 მილიარდი
4- სამეგრელო - 605 მილიონი ლარი
5- ქვემო ქართლი - 572 მილიონი ლარი
6- კახეთი - 537 მილიონი ლარი
7- რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 498 მილიონი ლარი
8- შიდა ქართლი - 449 მილიონი ლარი
9- სამცხე-ჯავახეთი - 434 მილიონი ლარი
10- გურია - 72 მილიონი ლარი
11- მცხეთა-მთიანეთი 37 მილიონი ლარი