Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობის სხდომა - „ვფიქრობ, ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებს ბიზნეს სექტორი”

BM.GE
19.11.20 20:13
824
დღგ-ის სრულად ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება და ახალი სახელმწიფო პროგრამა - „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ - ეს ის ორი თემაა, რაზეც მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა ვრცელი შეფასებები და პროგნოზები აკეთეს. დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმას დღეს თავად პრემიერიც გამოეხმაურა. „კოვიდ-19-თან ბრძოლასთან ერთად ასევე გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა - ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ისეთ სერიოზულ რეფორმაზე და ნაბიჯზე, როგორიც არის დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა“, - თქვა პრემიერმა.