Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აჭარაში ციტრუსის 50-55 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან

5a0c4f647b040
BM.GE
15.11.17 19:00
884
ციტრუსის სეზონის დაწყებასთან ერთად აჭარაში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. შესაბამისად სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-55 ათას ტონა იქნება, საექსპორტო მანდარინს სეზონზე ამზადებს 40–მდე ციტრუსის მიმღებ -დამხარისხებელი საწარმო.