Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მესტიაში გზის შეკეთება ტენდერით არავინ ისურვა, ამიტომ გამარტივებულ შესყიდვას გამოიყენებენ

5aec2d16c8f9f
თამუნა დემეტრაშვილი
04.05.18 13:50
712
მესტიაში, ცენტრიდან აეროპორტამდე მისასვლელი 800 მეტრიანი გზის მონაკვეთის შეკეთება, ტენდერით არავინ ისურვა, ამიტომ საგზაო დეპარტამენტმა, შესყიდვების სააგენტოსაგან გამარტივებული შესყიდვის უფლება მოიპოვა.

გზის შეკეთება 621 ათასი ლარი დაჯდება. დეპარტამენტმა ამ მოთხოვნის საფუძვლად ღონისძიების შეუფერხებელ ვადებში ჩატარება დაასახელა.

"მკაცრი კლიმატური პირობების ზეგავლენით, ძლიერ დაზიანებულია მასზე ბეტონის საფარი და თუ დროულად არ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები და არ დასრულდება მიმდინარე წელს, მასზე მოიმატებს დაზიანების ხარისხი. ეს კი თავის მხრივ, მნიშვნელოვანად შეაფერხებს ავტოტრანსპორტისა და მგზავრთა გადაადგილებას და ასევე, ხელს შეუშლის რეგიონში ტურისტული პოტენციალის ზრდას", - ამტკიცებდა დეპარტამენტი.

აღნიშნულ ლოტზე ტენდერი წელს ორჯერ გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. საგზაო დეპარტამენტში შიშობდნენ, რომ მესამე ჯერზეც ტედერის უშედეგოდ დასრულება, გზის შეკეთებას, კლიმატური პირობების გამო შეაფერხებდა.

აღსანიშნავია, რომ მესტიის ცენტრი აეროპორტი–წრნიაშის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთის შეკეთება, მთავრობის განკარგულებით, გზების დეპარტამენტს ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაევალა, თუმცა რეგიონის კლიმატური პირობების მიზეზით, სამუშაოები 2018 წლისთვის გადადეს. ახლა კი იმავე კლიმატური პირობებს გამო, დეპარტამენტი გამარტივებული შესყიდვის უფლებით ისარგებლებს.