Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მეტი ფულის არსებობის შემთხვევაში, მეტი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა"

59f82e68e4775
BM.GE
31.10.17 12:02
791
თბილისის ჯერ კიდევ მოქმედი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მეტი ფულის არსებობის შემთხვევაში, თბილისის მერია მეტი პრობლემის მოგვარებას შეძლებდა. ნარმანიამ „საქმის კურსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მერიამ არსებული რესურსი სრულად გამოიყენა და მისი მერობის პერიოდში თბილისის ბიუჯეტი 860 მილიონამდე გაიზარდა.

"ქალაქში ბევრი პრობლემაა და მეტი ფულის არსებობის შემთხვევაში მეტი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა, თუმცა ჩვენ არსებული რესურსი სრულად გამოვიყენეთ და კონკრეტულად რომელიმე სფეროს თანხა არ დაკლებია. ჩვენ ვცდილობდით, რომ პრიორიტებები არსებული რესურსებით დაგვეფინანსებინა. ბიუჯეტი ყოველთვის შეზღუდულია და ტრანსფერთან დაკავშირებით ფორმულა არსებობს, რომლის მიხედვითაც ეძლევა მუნიციპალიტეტს ტრანსფერი. ადგილობრივი შემოსავლებიც არსებობს, საიდანაც მაქსინალურს ვიღებდით. ასევე დონორ ორგანიზაციებთანაც ვმუშაობდით. ჩვენ 804 მილიონი ჩავიბარეთ ბიუჯეტი და 860 მილიონამდე ავედით“-ამბობს დავით ნარმანია.