Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Colliers International თბილისში საიჯარო ფასების კლებას პროგნოზირებს

5a608d2c6746e
BM.GE
18.01.18 16:20
604
Colliers International Georgia-ს გენერალური დირექტორის ირაკლი კილაურიძის განცხადებით, ლარის კურსის მერყეობა უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედებს, თუმცა, ფასები ბაზარზე დღეს სტაბილურია.

"თბილისის მასშტაბით ახალაშენებული უძრავი ქონების ბაზრის საშუალო შეწონილი ფასი დაახლოებით $600-ია, ხოლო მეორადი ბაზარის ფასი დაახლოებით $550-ის ფარგლებშია",- აცხადებს კილაურიძე.

საიჯარო ფასებთან დაკავშირებით კი კილაურიძე აღნიშნავს, რომ ფასების კლება განსაკუთრებით A კლასის ბიზნეს ცენტრებზე დაწყებულია და ამის ერთ-ერთ მიზეზად კილაურიძე ბაზარზე King David–ის შემოსვლას ასახელებს.

"King David-ის საშუალო შეწონილი ფასი 23-24 აშშ დოლარის ფარგლებშია, რამაც მომხმარებელს საშუალება მისცა, სხვა ბიზნეს ცენტრებიდან გადმოსულიყო; ახალ მომხმარებელს კი პირდაპირ უკეთესი უძრავი ქონება აეღო იჯარით. ყოვლივე ამან, რა თქმა უნდა, სხვა ბიზნეს ცენტრებში, რომლებიც King David-ს ხარისხობრივად ჩამოუვარდებიან, ფასების ვარდნა გამოიწვია. ვფიქრობ, აღნიშნული ტენდენცია კიდევ გაგრძელდება, რადგან მიმდინარე წელს ბაზარზე "აქსისიც" შევა ექსპლუატაციაში. დღეს მთელ ბაზარზე A კლასის ბიზნეს ცენტრებში საშუალო შეწონილი ფასი 22 აშშ დოლარს შეადგენს. ვაკანტურობა დაახლოებით 15%-ია და მის გაზრდას ველოდებით, რადგან ბაზარს ახალი ცენტრები შეემატება. თუმცა, ჩვენი გათვლებით, სტაბილიზაციის შემდეგ, A კლასის ბიზნეს ცენტრების საშუალო შეწონილი ფასი 20 აშშ დოლარამდე დაიწევს" - ამბობს კილაურიძე.