Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სიტროენ ჯორჯია" კონკურენციის სააგენტოს პასუხობს

5a68777076570
ელენე გოგბერაშვილი
24.01.18 16:00
1083
"სიტროენ ჯორჯიას" საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტოს მხრიდან 6 ეკონომიკურ აგენტს შორის შესაძლო შეთანხმებული ქმედების შესწავლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მალევე გამოეხმაურა მოსარჩელე მხარე. "სიტროენ ჯორჯიას" ადვოკატი, ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ ამით კონკურენციის სააგენტომ დააკმაყოფილა მათი საჩივრის ძირითადი მოთხოვნა. მისი თქმით, საუბარია ტარიელ ხეჩიკაშვილის სამ კომპანიაზე და ასევე ფორდის, ფიატის და ჰიუნდაის მარკით ვაჭრობის განმახორციელებლ პირებზე.

"ეს არის კარტელი, რომლის თაობაზე "სიტროენ ჯორჯია" აპელირებდა. საუბარია, ურთიერთშეთანხებულ ქმედებებზე ფასების დაწესების კუთხით, რამაც გამოიწვია ბიუჯეტის მრავალმილიონიანი ზარალი, გამოიწვია მაღალი ფასები, ფორმირება ტენდერებში და სიტროენ ჯორჯიას ზიანი",-აცხადებს კომპანიის ადვოკატი.

"სიტროენ ჯორჯია" ნაწილობრივ არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს იმ ნაწილში, რომ მათ დაუშვებლად სცნეს სახელმწიფო სტრუქტირების არამართლზომიერი ქმედებები. შესაბამისად კომპანია აგრძელებს დავას სასამართლოში ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. საუბარია უწყების ერთ ტენდერზე, სადაც "სიტროენ ჯორჯიას" დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

კომპანიის ადვოკატი, ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტოზე ხორციელდებოდა ზეწოლა, როგორც კარტელის განმახორციელებელი კომპანიების მხრიდან, ისე სახელმწიფო პოლიტიკური პირების მხრიდან.

"მოკვლევის დაწყება არის დიდი გამარჯვება "სიტროენ ჯორჯიას" მხრიდან. იმედი გვაქვს, როგორც მოკვლევის დაწყება იყო სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება, ანალოგიურად მოკვლევა განხორციელდება კანონის შესაბამისად და ობიექტურად’’-აცხადებს ირაკლი კორძახია.
იქიდან გამომდინარე, რომ კარტელის დამტკიცება არ არის მარტივი, სიტროენ ჯორჯია კონკურენციის სააგენტოს საქმის მოკვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ურჩევს.

შეგახსენებთ, დღეს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა და "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.