Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამშენებლო სექტორში 10 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიციაა დაგეგმილი

5a87e197dcc2a
მეგი კავთუაშვილი
17.02.18 15:30
897
2020 წლამდე გზების მშენებლობა-განვითარების მიმართულებით 9 მლრდ. ლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, ხოლო წყლის მიწოდების ქსელის განვითარება-რეაბილიტაციის კუთხით - 1.8 მლრდ. ლარი დაიხარჯება.

მშენებლობის სექტორი მთლიანი დასაქმების 4%-ს და ბიზნეს სექტორის დასაქმების 11%-ს შეადგენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ სექტორში საშუალო შრომის ანაზღაურება სხვა სექტორებზე მაღალია და ბოლო მონაცემებით 1200 ლარს შეადგენს.