Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფაროსანასთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა გაიზარდა

59facdf2d07c4
დავით ჯალაღონია
02.11.17 11:44
768
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის თანხა 10 მილიონი ლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ განახლებულ დოკუმენტში ამ მიმართულებით 14 მილიონი ლარია გათვალისწინებული, პირველად ვერსაში კი - 4 მილიონი იყო.

ამასთან, როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კონსულტაციები გრძელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, დონორებთან და შესაძლებელია ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში პროგრამის დაფინანსება კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ხარჯებს, სექტემბერში აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ბიუჯეტიდან დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყო. 2017 წლის მარტში კი მთავრობამ ამ მიმართულებით სხვადასხვა რეგიონში 7,5 მილიონი ლარი გადაანაწილა. გარდა ამისა, საქართველოს დახმარება აშშ-ის მთავრობამ 5,5 მილიონი ლარით გაუწია.